კახა კალაძემ შსს-ს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ შინაგან სამინისტროს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც მან აღნიშნა, თბილისის ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებიც მონაწილეობენ.
“მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის. ამ ღონისძიებას ვახორციელებთ საგანგებო სიტუაციების სამსახურთან ერთად, ჩართულები არიან „თბილსერვისის ჯგუფის“ თანამშრომლებიც. პრევენციული ღონისძიებები კორონავირუსთან ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა კახა კალაძემ.
​შეგახსენებთ, რომ გვიან ღამით კორონავირუსის პრევენციის მიზნით, თბილისის ქუჩები სპეცტექნიკით მოირეცხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები