აშშ-ში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის გადადგომა მოითხოვეს

აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის სენატორი, მართა მაქსალი მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორმა, ტედროს გებრეიესუსმა ხელი შეუწყო იმას, რომ ჩინეთმა კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით რეალური მონაცემები დამალა, ამის გამო მან თანამდებობა უნდა დატოვოს.

“არასდროს ვენდობოდი კომუნისტებს. მათ დამალეს ვირუსი, რომელიც ჩვენთან გაჩნდა, ამერიკაში და მსოფლიოში არასასურველი სიკვდილიანობა გამოიწვია”, – თქვა პოლიტიკოსმა, რომელსაც South China Morning Post-ი ციტირებს.

მაქსალი აღნიშნავს – “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინეთისთვის ხელის დაფარება უნდა შეწყვიტოს, ვფიქრობ, ექიმმა ტედროსმა თანამდებობა უნდა დატოვოს. ამ პრობლემის მოსაგვარებლად გარკვეული ზომები უნდა მივიღოთ. უპასუხისმგებლობაა, უსინდისობაა, რაც მათ გააკეთეს მაშინ, როდესაც ადამიანები კვდებიან მთელს მსოფლიოში”.

აშშ-ის დაზვერვამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპმს მოხსენება წარუდგინა, რომელშიც ნათქვამია, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ საკუთარ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მასშტაბები დამალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები