ახალციხის სოფლებში ეთნიკური უმცირესობებისთვის ფლაერები დარიგდა (ვიდეო)
მთავრობის გადაწყვეტილებით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს,ახალციხის სოფლებში სომხურ ენაზე დაწერილი ფლაერები დაურიგდათ.
მერის წარმომადგენელი სოფელ წყრუთის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას კორონავირუსის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, მათ ჯანდაცვის სამინისტროსგან გაცემული რეკომენდაციები გააცნო და სპეციალური საინფორმაციო ფლაერებიც დაურიგა.
როგორც მოსახლეობა „რეგიონულ კვირას“ უყვება, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები სოფელს ხშირად სტუმრობენ და მათ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ხშირად ესაუბრებიან.
“მადლობელი ვართ მთავრობის. სომხურ ენაზე დაწერილი ბუკლეტები ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან მოსახლეობის უმრავლესობამ ქართული არ იცის“,- ამბობს ვართანუშ ადამიანი.