პაატა იმნაძე: მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა მილიონამდე ავიდა, თუმცა სისხლით გადაცემის შემთხვევა არ დაფიქსირებულა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა მილიონამდე ავიდა, თუმცა ინფექციის სისხლით გადაცემის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

იმნაძის თქმით, ყველა დონორი შემოწმებას გადის.

„ჩვენმა ექიმებმა ლიტერატურას ძალიან კარგად გადახედეს. მილიონამდე ავიდა მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევები, თუმცა სისხლით გადაცემის პრეცედენტი, ყოველ შემთხვევაში, რაც მათ მოიკვლიეს ლიტერატურაში, არ მოიძებნა. ყველა დონორი, ყოველგვარი „კოვიდთან“ დაკავშირების გარეშე, ძალიან მკაცრ შემოწმებას გადის, ვიდრე მოხდება მისგან სისხლის აღება. ეს გულისხმობს ძალიან დეტალურ გამოკითხვას, დეტალურ შეფასებას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, სიცხის გაზომვას. ასევე, დაემატა დამატებით კითხვები ამ ადამიანებთან დაკავშირებით, ვინც სისხლს აბარებენ.

ამასთან, პაატა იმნაძე მოქალაქეებს სისხლის ჩაბარებისკენ მოუწოდებს.

„სისხლის პრობლემები იქმნება უკვე მარაგებში. სისხლი ყოველთვის საჭიროა, ამიტომ მოვუწოდებდი ჩვენს თანამოქალაქეებს, ვინც არიან ჯანმრთელები და აქვთ ფიზიკურად ამის შესაძლებლობა, დავუკავშირდეთ სისხლის უახლოეს  სადგურებს, კარგი იქნება, თუ სისხლს ჩავაბარებთ, ეს ქვეყანას ყოველთვის სჭირდება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები