პაატა იმნაძე: სადაც ადამიანები იკრიბებიან, ყველგან შეიძლება, მოხდეს ინფექციის გადაცემა, მათ შორის, ეკლესიაშიც

“სადაც ადამიანები იკრიბებიან ერთად, იქ ყველგან შეიძლება, მოხდეს ინფექციის გადაცემა, მათ შორის, რა თქმა უნდა, ეკლესიაშიც”, – ამის შესახებ „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

იმნაძის თქმით, სოციალური დისტანცირების რეკომენდაცია ყველამ უნდა დაიცვას.
„ნებისმიერ იმ ადგილას, სადაც არის ადამიანების თავმოყრა, შესაძლებელია, ინფექციის გადაცემა მოხდეს. ეს შეიძლება, მოხდეს ყველგან. ამის მაგალითები უკვე გვაქვს, რომ ეს მოხდა გარკვეულ ადგილებში, სადაც ადამიანები მუშაობენ ერთად, სადაც ერთად იკრიბებიან.
სადაც ადამიანები იკრიბებიან ერთად, იქ ყველგან შეიძლება, მოხდეს გადაცემა, მათ შორის, რა თქმა უნდა, ეკლესიაშიც.
აქედან გამომდინარე, ჩვენი რეკომენდაცია ყველას ერთნაირად ეხება, მათ შორის, მორწმუნეებსაც, ათეისტებსაც. თავი უნდა შევიკავოთ ნებისმიერი სახის კონტაქტებისაგან, სოციალური დისტანცირება არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ქვეყანაში ინფექციის შემთხვევების მატების ტემპი იყოს კონტროლირებადი“, – განაცხადა იმნაძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები