Sky News: ბრიტანეთში ექიმებს უფლება მისცეს, თავად გადაწყვიტონ, რომელი პაციენტი გადაარჩინონ პირველ ყოვლისა

ბრიტანელი ექიმები, ახალი რეკომენდაციების თანახმად, თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას, სამედიცინო დახმარება ვის აღმოუჩინონ პირველ ყოვლისა.

ამის შესახებ Sky News-ი ბრიტანეთის სამედიცინო ასოციაციის რეკომენდაციაზე დაყრდნობით იტყობინება.

​დოკუმენტის თანახმად, ექიმებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, როგორ მდგომარეობაში მყოფ პაციენტს მისცემენ ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატებს, ანუ შედეგად მიიღებს თუ არა პაციენტების უმრავლესობა საჭირო მკურნალობას თუ არა.

რეკომენდაციების მიხედვით, ექიმებს ისეთი საკითხების გადაწყვეტა მოუწევთ, რომლებიც ნიშნავს, რომ ზოგიერთ პაციენტს ინტენსიურ თერაპიაზე უარს ეტყვიან, რომელსაც ის პანდემიის არარსებობის შემთხვევაში მიიღებდა.

ბრიტანეთში ერთ დღეში ვირუსს 563 ადამიანი ემსხვერპლა, ჯამურად, ქვეყანაში 2352 ლეტალური შემთხვევაა, ვირუსით 29 865 ადამიანია ინფიცირებული, 179 პაციენტი განიკურნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები