მარინა ეზუგბაია: კორონავირუსით ინფიცირებული 5 პაციენტიდან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია
“გვყავს 5 მძიმე ავადმყოფი, აქედან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
“კლინიკაში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული ძველი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია, გვყავს 5 მძიმე ავადმყოფი, აქედან 2 კრიტიკულია, მათი მდგომარეობა ჯერ კიდევ არასტაბილურია, ხოლო დანარჩენი სამი, რომელიც იყო მძიმეზე მეტი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე მეორე დღეა, დასტაბილურდა. თუ დღესაც ასე გაგრძელდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოჯანმრთელება შორს არ იქნება”, – განაცხადა ეზუგბაიამ.