აშშ-ში კორონავირუსს 5 116 ადამიანი ემსხვერპლა
აშშ-ში კორონავირუსისგან გარდაცვალების ფაქტები მზარდია, ვირუსს უკვე 5116 ადამიანი ემსხვერპლა, COVID-19-ის 215 417 დადასტურებული შემთხვევაა.
ამის შესახებ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემშია ნათქვამი.
ყველაზე მაღალი სიკვდილიანობა ქალაქ ნიუ იორკშია – 1374.
უკანასკნელ დღე-ღამეში მსხვერპლის რაოდენობა 1,2 ათასზე მეტით გაიზარდა.
როგორც 1-ელ აპრილს პრესკონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, ეპიდემიის პიკი ორ-სამ კვირაშია მოსალოდნელი.
მისივე ვარაუდით, ვირუსს 100-დან – 200 ათასამდე ადამიანი შეეწირება.