როგორ უზრუნველყოფს საგარეო უწყება რუსეთიდან და აშშ-დან საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას?

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ღვთისიაშვილის განცხადებით, საქართველოს საგარეო უწყება ქვეყნის მოქალქეების სამშობლოში დაბრუნებას მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებიდან უზრუნველყოფს. ამის შესახებ ღვთისიაშვილმა ვახო ხუზმიაშვილის „თავისუფალ სივრცეში” ისაუბრა.

კითხვაზე, როგორ მოხერხდება რუსეთიდან საქათველოს მოქალქეების ჩამოყვანის საკითხი, ღვთისიაშვილი აცხადეებს, რომ ამისთვის ორი მიმართულება – ჩარტერული რეისი და სახმელეთო გზა არსებობს. ამასთან, მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ უწყება საქართველოს მოქალაქეების აშშ-დან დაბრუნების გზებსაც განიხილავს.

“არსებობს გარკვეული კონკრეტული გეგმა, რომლის მიხედვითაც მუშაობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ამ გეგმას მივყვებით დღემდე. რუსეთის ფედერაციაში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს საშუალება აქვთ სამშობლოში სახმელეთო გზით, ლარსის გავლით დაბრუნდნენ და ასევე, ვიცით, რომ ცდილობენ სხვადასხვა მიმართულებით აიღონ ავია ბილეთები. რაც შეეხება აშშ-ს, ჩვენ ყველა მიმართულებით ვფიქრობთ და ვახორციელებთ ჩვენს გეგმას, მათ შორის აშშ-ზეც, თუმცა იქედან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების გამოყვანაზე საუბარი ვფიქრობ ჯერ ნაადრევია” , – განაცხადა ალექსანდრე ღვთისიაშვილმა გადაცემა„ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები