კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად რუსეთში135 ათას ადამიანს ჯარში იწვევენ

1 აპრილს რუსეთში საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო. ფედერაციის შეიარაღებული ძალების შემადგენლობა, ისევე როგორც შარშან, 135 ათასმა ადამიანმა უნდა შეავსოს.

პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შესაბამის დადგენილებას ხელი 30 მარტს მოაწერა.

საგაზაფხულო გაწვევის კამპანია 1 აპრილს დაიწყო და 15 ივლისამდე გაგრძელდება. ეს ყველაფერი Covid-19 -ის ეპიდაფეთქების მიუხედავად მოხდა. თუმცა, არსებობს ერთგვარი ცვლილებაც, რომლის თანახმადაც ახალწვეულები ადგილებზე 20 მაისისთვის გაემგზავრებიან.

იმის შესახებ, რომ საგაზაფხულო გაწვევა არ გაუქმდებოდა, ჯერ კიდევ მარტში თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა. ამავე დროს, შემოღებულია რიგი შეზღუდვები-გაწვევის წინ ყველა ახალწვეულს კორონავირუსზე ტესტირებას ჩაუტარებენ, დანიშნულების ადგილზე მოხვედრისას კი მათ ორკვირიანი კარანტინი ელით. იმის შესახებ, თუ რამდენად შესრულებადია ეს შეზღუდვები და ჩაივლის თუ არა მთლიანად 3 თვიანი გაწვევის კამპანია სერიოზული პრობლემების გარეშე, ოფიციალური რუსული მედია არ წერს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები