რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მოულოდნელად პოსტიდან მოხსნეს

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხეილ მიშუსტინმა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე დიმიტრი კოსტენიკოვი თანამდებობიდან მოხსნა. შესაბამის დოკუმენტს ხელი უკვე მოეწერა.

როგორც რუსეთის მედია აცხადებს, ეს თავად კოსტენიკოვის თხოვნის საფუძველზე მოხდა, რომელიც ამ პოსტს 2013 წლიდან იკავებდა.

უკავშირდება თუ არა ეს გათავისუფლება რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსის ეპიდაფეთქების ფონზე ჯანდაცვის სექტორის მოუმზადებლობას და საავადმყოფოებში არსებულ რთულ მდგომარეობას, ოფიციალური მედია არ ასახელებს. მოსკოვში ამ ეტაპზე თვითიზოლაციის რეჟიმი და არასამუშაო კვირა მოქმედებს. ვლადიმერ პუტინმა მხოლოდ დღეს მოაწერა ხელი კანონს, რომელიც მთავრობას, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების უფლებას აძლევს.

ამ დროისთვის, რუსეთის ფედერაციაში ოფიციალური ცნობებით 2777 ინციფირებულია, მათ შორის 1880 მოსკოვში. კორონავირუსით დაავადებული 24 პაციენტი დაიღუპა, 190 გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები