ავსტრიაში კორონავირუსის ფონზე უმუშევრობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია
ავსტრიაში კორონავირუსის ფონზე უმუშევრობა 4,7% – ით გაიზარდა და 12,2% შეადგინა.
АРА აღნიშნავს, რომ ასეთი მაჩვენებელი ქვეყანაში 1946 წლიდან არ დაფიქსირებულა.
მარტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სამსახური 52,5%-მა ადამიანმა დაკარგა, სამსახურის გარეშე სულ ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანია დარჩენილი.
ტიროლის რეგიონში, რომელიც ტურიზმზეა დამოკიდებული, უმუშევრობა, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 19%-ით არის გაზრდილი.
უმუშევართა რიცხვი ყველაზე მეტად გაიზარდა განთავსებისა და კვების სფეროებში, მშენებლობასა და ტრანსპორტში.
საცალო ვაჭრობაში, მარტის თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უმუშევრობა 34,4%-ით გაიზარდა
ავსტრიაში კორონავირუსის 10 192 დადასტურებული შემთხვევაა, 146 ადამიანი გარდაიცვალა, 1095 კი განიკურნა.