ბრიტანეთში ვირუსს უკვე 2352 ადამიანი ემსხვერპლა

ბრიტანეთში ერთ დღეში კორონავირუსისგან 563 ადამიანი გარდაიცვალა, ჯამურად, ქვეყანაში 2353 ლეტალური შემთხვევაა, – განაცხადეს ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების დეპარტამენტში.

ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვი 4300-ით გაიზარდა და, ჯამურად, 29 474 დადასტურებული შემთხვევაა.

1-ელი აპრილის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსზე 152 979 ადამიანია შემოწმებული.

ქვეყნის პრემიერმინისტრმა ქვეყნის თითოეულ ოჯახს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

თავად ჯონსონს ვირუსი 27 მარტს დაუდასტურდა. ის თვითიზოლაციაში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები