5000 PCR ტესტი სადაზღვევო კომპანია “ბენეფიტსისგან” ლუგარის კვლევით ცენტრს გადაეცა
სადაზღვევო კომპანია “ბენეფიტსი” ლუგარის კვლევით ცენტრს 5000 PCR ტესტის ჩასატარებელ ნაკრებს გადასცემს – ეს ინფორმაცია “ბენეფიტსის” ოფიციალურ “ფეისბუქგვერდზე” უკვე გამოქვეყნდა.
PCR ტესტებს “ბენეფიტსი” ლუგარის კვლევით ცენტრთან შეთანხმებით ევროპელი მომწოდებლისგან შეიძენს და მკვლევარებს რამდენიმე დღეში შეეძლებათ, პირველი კვლევები დაიწყონ.
„თქვენი უსაფრთხოება ჩვენთვის უპირველესი ღირებულებაა”, – აცხადებენ „ბენეფიტსში”.
როგორც დღეს ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, საქართველოში უახლოეს მომავალში სამივე მეთოდით: PCR, ანტისხეულებსა და ანტიგენებზე დამყარებული ტესტებით დაიწყებენ ტესტირებებს.