ძველ ანაგაში სამელიორაციო არხები იწმინდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო პროექტებს აქტიურად ახორციელებს. სიღნაღის მუნიციპალიტეტში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც “კვირას” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, სოფელ ძველ ანაგაში ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის წყალგამანაწილებლის მიმდებარედ არსებული დამშრობი არხები (საერთო სიგრძით 2,9 კმ) იწმინდება.
არხების მოწესრიგება მუნიციპალიტეტში 120 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე, სადრენაჟე მომსახურებასთან ერთად, 80 ჰექტარ სატბორე მეურნეობისთვის წყლის მიწოდების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.

დამშრობ არხებზე მიმდინარე ღონისძიებები კომპანიამ საკუთარი ძალებით მარტში დაიწყო და აპრილის ბოლოს დასრულდება.

დღეისათვის კახეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 13 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები