რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 2 777-მდე გაიზარდა

რუსეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 440 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამურად, ქვეყანაში 2 777 ინფიცირებულია, – განაცხადეს ოპერატიულ შტაბში.

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს – 24 საათის მონაცემით, 7 ადამიანი გარდაიცვალა, ჯამურად, ვირუსს უკვე 24 ადამიანი ემსხვერპლა.

დაავადებულთა ყველაზე დიდი მაჩვენებელია მოსკოვში, კომის რესპუბლიკასა და სანქტ პეტერბურგში.

ვირუსის დამარცხება 190 ადამიანმა შეძლო.

რუსეთის რეგიონების უმრავლესობაში თვითიზოლაციის რეჟიმია გამოცხადებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები