გურჯაანში ოჯახის წევრის დაკრძალვაზე ჩასულ მამაკაცს კორონავირუსი აღმოაჩნდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში გასვენებაში თბილისიდან ჩასულ მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა. “რეგიონული კვირის” ინფორმაციით, 33 წლის ახალგაზრდა სოფელში 17 მარტს,ლ ოჯახის წევრის დაკრძალვაზე ჩავიდა, სადაც 2 დღის განმავლობაში დარჩა.
როგორც გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ექიმ-ეპიდემილოგმა განაცხადა, ინფიცირებულს კონტაქტი 12 პიროვნებასთან ქონდა და მათი ინკუბაციის პერიოდიც გასულია. თუმცა, მარინა კაპანაძის თქმით, თორმეტივე მათგანს დღემდე თერმო-სკრინინგი პროფილაქტიკის მიზნით მაინც უტარდებათ.

“მამაკაცი ჩამოსული იყო კარდენახში 17 მარტს, დაკრძალვაზე სულ 12 კაცი იმყოფებოდა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო და ვისთანაც მას კონტაქტი ჰქონდა, ყველა პირი იდენტიფიცირებულია. მიუხედავად იმისა, რომ მათ გაუვიდათ ინკუბაციის პერიოდი, თერმო-სკრინინგს მაინც ვუტარებთ”, – განაცხადა კაპანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები