თელავის შესასვლელში 4 ბლოკპოსტი განთავსდება

ქალაქ თელავის შემასასვლელებში 4 ბლოკპოსტი გომბორის, ყვარლის, გურჯაანისა და ახმეტის ტერიტორიებზე განთავსდება.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, ბლოკპოსტების მშენებლობას ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადა დაიწყებს.

“სამხედრო ნაწილი მზადაა, დაიწყოს ბლოკპოსტების მშენებლობა. პოსტებზე სამხედრო ექიმები განთავსდებიან, რომლებიც შემსვლელ-გამსვლელს თერმოსკრინინგს ჩაუტარებენ. სხვა არანაირი შეზღუდვის დაწესებას ეს პოსტები არ ემსახურება. კახეთში ეპიდსიტუაცია სტაბილურია, მაგრამ ეს ერთიანი ფილტრის ნაწილი იქნება”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ბლოკპოსტებზე თავდაცვის ძალებისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები, ასევე, ექიმები განთავსდებიან. ისინი,
თერმოსკრინინგის შედეგად, გამოვლენილ საეჭვო შემთხვევების მქონე მოქალაქეებს შესაბამისი ანალიზების ჩასატარებლად კახეთის სამ საავადმყოფოში გადაიყვანენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები