ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ხანდაზმულ მოქალაქეებს ყოველდღიურ რეჟიმში ეხმარებიან
ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ხანდაზმულ მოქალაქეებს, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული მოხალისეთა ჯგუფი, მათივე საჭიროებებიდან გამომდინარე, ყოველდღიურ რეჟიმში ეხმარებიან. ასევე, უფასო სასადილოს 70 წელს გადაცილებულ ბენეფიციარებისთვის საკვების შინ მიტანას უზრუნველყოფენ.
მოხალისეთა ჯგუფი წითელი ჯვარის წარმომადგენლებისგან არის დატრენინგებული. ისინი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეკომენდაციების გათვალისწინებით გადაადგილდებიან და სასურსათო მაღაზიების და სააფთიაქო ქსელების სანიტარული ნორმების მონიტორინგს ახდენენ.