ენზელ მკოიანმა მასზე თავდასხმის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა (ვიდეო)

დეპუტატმა ენზელ მკოიანმა ახალქალაქში მომხდარი სროლის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში,  საკუთარ “ფეისბუქგვერდზე” გამოაქვეყნა. ვიდეომასალასთან ერთად, დეპუტატი სამველ პეტროსიანს მისი მეთორმეტეკლასელ ძმისშვილის მიმართ მიყენებულ სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

„ჩემს სახლთან ახლოს იყვნენ, ხმები გავიგე და წავედი მათკენ ნათესავებთან ერთად. შემდგომ მოვიდა სამველ პეტროსიანი და შვილს უთხრა – წადი სახლში, მე მოვაგვარებ საქმესო. ამოიღო იარაღი და სამჯერ ჩემი  მიმართულებით ისროლა, მაგრამ მე შევძელი თავის დაცვა და ამოვიღე ჩემი იარაღი და თავდაცვის მიზნით ჰაერში ვისროლე. მაგ დროს პოლიციელები მოვიდნენ და განაიარაღეს სამველა”, – წერს ენზელ მკოიანი.

დეპუტატი პოსტში, ასევე, წერს, რომ პეტროსიანების სახლიდან გამოძიებამ 12 სხვადასხვა ტიპის იარაღი ამოიღო. „საქმეზე დაწყებული გამოძიების პროცესში სამველ პეტროსიანისა და მისი შვილის სახლიდან ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა 12 დასახელების სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი. ეს ყველაფერი დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებითა და შემთხვევის ადგილზე არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერებით“, – წერს მკოიანი.

შეგახსენებთ, რომ ახალქალაქში „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ენზელ მკოიანის სახლთან 26 მარტს, დაახლოებით, 15:30 საათზე გაისროლეს.
გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო. რაც სისხლის სამართლის კოდექსში შეესაბამება 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის (ბ) ქვეპუნქტსა და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები