ხაშურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთათვის განკუთვნილი საკვები პროდუქტების გაცემა მიმდინარეობს

ხაშურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთათვის განკუთვნილი საკვები პროდუქტების გაცემა მიმდინარეობს. პროდუქტს ხაშურის მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღის  აღსაზრდელი მიიღებს.
აღსაზრდელების მშობლები სასურსათო პროდუქტებს იმავე ბაღებიდან იღებენ, სადაც მათი შვილები დადიან.
ბაღების აღსაზრდელთა მშობლებს მათივე ჯგუფის აღმზრდელები ინდივიდურად უკავშირდებიან და პროდუქტების გაცემის პროცედურას აცნობენ.
ხაშურის საბავშვო ბაღების გაერთიანების მმართველის, თათია ბროლიძის ინფორმაციით, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს პროდუქტების გაცემის პროცესში, პროდუქტების გაცემა საბავშვო ბაღებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის დადგენილი უსაფრთხოების წესების სრული დაცვით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები