ახალციხის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის კუთვნილი საკვების დარიგება დაიწყო

ახალციხის მუნიციპალიტეტის საბავშო ბაღების აღსაზრდელებისათვის ის კუთვნილი საკვების დარიგება დღეს დაიწყო. სასურსათო პაკეტები ამ ეტაპზე, ქალაქ ახალციხის №5, №1 და №3 ბაგა-ბაღებმა მიიღეს. პატარებს სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის პერიოდში გათვალისწინებული ბურღულეული, რძის პროდუქტები, პური, კვერცხი, კარაქი და ხილი გადაეცემათ.
პროცესს ადგილზე სახელმწიფო რწმუნებული – ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი – ზაზა მელიქიძე და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორი – მარინა მერაბიშვილი გაეცნო.

კუთვნილ სასურსათო პაკეტს ეტაპობრივად ახალციხის მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღის აღსაზრდელი მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები