ხარაგაულში დასაქმებულმა 26-მა მარნეულელმა თვითიზოლაციის სპეციალური სივრცე დატოვა
ხარაგაულში დასაქმებულმა მარნეულის მოქალაქეებმა თვითიზოლაციის სივრცე დატოვეს. მათ გამოსვლის წინ სამედიცინო შემოწმება გაიარეს და არცერთს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებოდა.
ასევე, 14 დღის განმავლობაში არცერთ მათგანს დაფიქსირებია ტემპერატურის მატება. როგორც დამსაქმებელი ჩინური კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, პირები სამუშაო პროცესს ხვალიდან დაუბრუნდებიან.
ხარაგაულში ამ დროისთვის 8 პირი რჩება თვითიზოლაციაში და არცერთი – კარანტინში. მუნიციპალიტეტში კორონავირუსი არ დაფიქსირებულა.
შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 110 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან გამოჯანმრთელებულია 21, კარანტინში იმყოფება 4995 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში 278 ადამიანი რჩება.