ბელგიაში კორონავირუსს 12 წლის გოგონა ემსხვერპლა
ბელგიაში კორონავირუსს 12 წლის გოგო ემსხვერპლა, – განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა.
“ემოციურად ძალიან მძიმე მომენტია, რომელიც სამედიცინო საზოგადოებაზეც ახდენს გავლენას. განსაკუთრებით გოგონას ახლობლებსა და ოჯახის წევრებზე ვღელავთ”, – აღნიშნა მან.
ბელგიაში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსს 98 პაციენტი ემსხვერპლა, რომელთა შორის 12 წლის გოგონაც იყო, ჯამში ქვეყანაში 705 ლეტალური შემთხვევაა.
COVID-19 ქვეყანაში 11 899 ადამიანს აქვს დადასტურებული, 1021 პირი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ვირუსის დამარცხება 1696 პაციენტმა შეძლო.
კორონავირუსით მოზარდის სიკვდილის ფაქტი პორტუგალიაშიც გამოვლინდა. 30 მარტს 14 წლის ბიჭი გარდაიცვალა, რომელსაც, ექიმების თქმით, ფსორიაზი ჰქონდა, ასევე სხვა დაავადებები აწუხებდა.