ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება.
დღეს ქალაქის მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოები, მოსაცდელები, სასურსათო მაღაზიების, ბანკების, აფთიაქების, სოციალური სააგენტოს, სასამართლოს, შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჩხოროწყუს რაიონული სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიები, დერეფნები,დარბაზები, კიბეები, მოქალაქეთა მისაღები სპეციალური ხსნარით დამუშავდა.
სადეზინფექციო სამუშაოებს ა(ა)იპ-ების თანამშრომლებისგან შემდგარი მოხალისეთა ჯგუფი ახორციელებს.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთისა და COVID-19 -ით გამოწვეული დაავადებების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების მიზნით შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელსაც მერის მოაგილე ვალერი თოდუა ხელმძღვანელობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები