ირაკლი ჩიქოვანი: კომენდანტის საათის მოქმედებას სამართალდამცველები მკაცრად გააკონტროლებენ
“ე.წ. კომენდანტის საათის მოქმედებას სამართალდამცველები მკაცრად გააკონტროლებენ”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა.
ჩიქოვანმა მოქალაქეებს მიმართა, დაწესებული შეზღუდვები დაიცვან.
„როგორც გუშინ საზოგადოებას პრემიერმინისტრმა აცნობა, მიღებულია გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, ე.წ. კომენდანტის საათის ამოქმედების შესახებ. დღეს ეს შედის ძალაში და 21:00 საათიდან დილის 06:00 საათმადე აკრძალულია ყველა სახის გადაადგილება როგორც ტრანსპორტით, ასევე, ფეხით. ეს არის ის აუცილებელი ზომა, რომელიც საჭირო იყო იმისათვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად შეგვეფერხებინა კოვიდ 19-ის გავრცელება.
მივმართავთ მოსახლეობასა და საზოგადოებას, დაიცვან ეს შეზღუდვა. მოგახსენებთ იმას, რომ სამართალდამცველები მკაცრად გააკონტროლებენ ამ შეზღუდვის მოქმედებას“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
თამუნა შეყილაძე