გიორგი მარგველაშვილი რეჟისორ ოთარ იოსელიანს 80 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რეჟისორ ოთარ იოსელიანს 80 წლის იუბილეს ულოცავს. გიორგი მარგველაშვილი რეჟისორს დღეგრძელობას, ჯანმრთელობას და შემოქმედებით წარმატებებს უსურვებს. „თქვენი შემოქმედებითი მოღვაწეობით უდიდესი წვლილი შეგაქვთ ჩვენი სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის განვითარებასა და გამდიდრებაში. საქართველოს, როგორც თანამდროვე, განვითარებული კულტურული ქვეყნის იდენტობის შენებაში. უზენაესი ჰუმანური იდეალების მსახურებისა და დამკვიდრებისადმი მიძღვნილმა, ორიგინალური აზროვნებითა და განუმეორებელი ხელწერით შექმნილმა თქვენმა ფილმებმა სამართლიანად მოიპოვა საერთაშორისო აღიარება და უნიკალური ადგილი დაიმკვიდრა მსოფლიო კინოფონდში“ – ნათქვამია პრეზიდენტის მილოცვის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები