ლევან კოღუაშვილის ფილმ „შემთხვევითი პაემნების“ ონლაინპრემიერა გაიმართება

31 მარტს, 19:00 საათზე, ეროვნული კინოცენტრი  ლევან კოღუაშვილის ფილმ „შემთხვევითი პაემნების“ ონლაინპრემიერას გამართავს.
„შემთხვევითი პაემნები“ ფილმ „ქუჩის დღეებში“ დაწყებული დაკარგული თაობის თემის გაგრძელებაა, ოღონდ უფრო მსუბუქად და მეტი ირონიით. ტრაგიკომედია კარგ, თავისებურად კეთილშობილ, მაგრამ დროსა და ცხოვრებაში ცოტათი დაკარგულ მამაკაცებზე.
ფილმის მსოფლიო პრემიერა შედგა ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე, აზიური პრემიერა – ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალზე, ხოლო ევროპული პრემიერა – ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე. სულ ფილმს მიღებული აქვს 20-ამდე საერთაშორისო ჯილდო.
ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ანდრო საყვარელიძე, ია სუხიტაშვილი, კახი კავსაძე, არჩილ ქიქოძე და ვახო ჩაჩანიძე.
ბმული, რომლის მეშვეობითაც „შემთხვევითი პაემნების“ ყურებას შეძლებთ, გასაჯაროვდება GNFC – Georgian National Film Center-ის ფეიბუქგვერდზე, 31 მარტს, 19:00 საათზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები