კახეთის შესასვლელებთან შესაძლოა, ბლოკპოსტები მოეწყოს

კახეთის რეგიონში შესაძლოა, ბლოკპოსტები მოეწყოს და კოვიდ 19-ის გავრცელების რისკისშემცველი ღონისძიებები მეტად გამკაცრდეს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კახეთის განყოფილების ხელმძღვანლის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, უცნობია, რა პრინციპით მოხდება მოქალაქეთა შემოწმება.

“მეთვალყურეობა რა სახის იქნება, თერმო-სკრინინგი თუ გამოკითხვის მეთოდი, რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი“, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

ცნობისთვის, კახეთის რეგიონში, ამ ეტაპზე, თვითიზოლაციაში  227 მოქალაქეა, ხოლო სამ მუნიციპალიტეტში განთავსებულ 9 საკარინტე სივრცეში 603 მოქალაქე იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები