იტალიაში კორონავირუსს 10 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

“იტალიაში ბოლო ერთ დღეში ვირუსს 756 ადამიანი ემსხვერპლა, ჯამურად, ქვეყანაში 10 779 ლეტალური შემთხვევაა”, – განაცხადა ქვეყნის სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ანჯელო ბორელიმ.

მისი თქმით, ინფიცირებულთა რიცხვი 97 689 პაციენტს შეადგენს.

გასულ დღე-ღამეში კლინიკებიდან 646 ადამიანი გაწერს, ჯამურად, ვირუსის დამარცხება 13 030-მა პაციენტმა შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები