კახა კალაძე: სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით რამდენიმე კომპანიასთან მოლაპარაკებები დაწყებულია, ყველაზე მთავარია, რომ PCR ტესტების მარაგი გვაქვს

 

“ყველაზე მთავარია, რომ pcr ტესტების, ოქროს ტესტების მარაგი გვაქვს”,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

რაც შეეხება სწრაფ ტესტებს, კალაძის თქმით, რამდენიმე კომპანიასთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

„უკვე დაწყებულია რამდენიმე კომპანიასთან მოლაპარაკებები. რაც შეეხება კონკრეტულ ტესტებს ეს არა მხოლოდ საქართველოში, ზოგადად ევროპულ ბევრ ქვეყანაში შეიქმნა პრობლემები იმიტომ, რომ ძალიან დიდი იყო ცდომილება. ესპანეთში, მაგალითად, კატასტროფული შედეგი მიიღეს ამ ტესტებით. შესაბამისად, ჩვენც რა თქმა უნდა, ვერ ავიღებდით ამ პასუხისმგებლობას და სხვა ტესტები შემოვა საქართველოში. თუმცა, ყველაზე მთავარი არის ის, რომ pcr ტესტები, ოქროს ტესტებს როგორც ეძახიან, ჩვენ გვაქვს ამის მარაგი და ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს, ხდება ანალიზების აღება, ტესტირება და ა.შ.” , -განაცხადა კალაძემ.

​ცნობისთვის, ჩინურმა კომპანიამ, რომლისგანაც საქართველოს ტესტები უნდა შეესყიდა, ქართულ მხარეს, მისი ზოგიერთი ტესტის წუნთან დაკავშირებით თავად შეატყობინა, რის შემდეგაც ხელშეკრულება ანულირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები