რუსუდან თევზაძე: ვფიქრობ, დღევანდელი პრაქტიკა იძლევა ობიექტურ საფუძველს, რომ ე.წ.“ სოციალური უსაფრთხოება“ ქვეყნის უმნიშვნელოვანეს მიმართულებად გამოიკვეთოს

“მთავრობის ყოველდღიური საქმიანობა სულ უფრო და უფრო მაკვირვებს თავისი პროფესიონალიზმით, ამიტომ, კიდევ ერთხელ მსურს გულითადი მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერს და მთელ მის გუნდს, ყველა პროფესიის თითოეულ ადამიანს, რომელიც მიმდინარე პრობლემის მოგვარების საქმეშია ჩართული”,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს “შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის” ადმინისტრაციის ხელმძღვანელ-კანცლერი, განათლების ექსპერტი რუსუდან თევზაძე წერს.

“მთავრობის ყოველდღიური საქმიანობა სულ უფრო და უფრო მაკვირვებს თავისი პროფესიონალიზმით, ამიტომ, კიდევ ერთხელ მსურს გულითადი მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერს და მთელ მის გუნდს, ყველა პროფესიის თითოეულ ადამიანს, რომელიც ჩართულია მიმდინარე პრობლემის მოგვარების საქმეში.

სამწუხაროდ, ამგვარი გლობალური გამოწვევა აღმოჩნდა საჭირო იმისათვის რომ, ზოგიერთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირსა თუ ჯგუფს, ჩვენი ხელისუფლების ჭეშმარიტი სახელმწიფოებრივი სახე დაენახა, იმედი მაქვს მავანთ და მავანთ ეყოფათ პოლიტიკური კულტურა და ახლა მაინც შეაჩერებენ ე.წ. კონსპირაციულ თეორიებსა თუ პოლიტიკურ ეპატაჟს, მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად თავდადებული პროფესიონალი ადამიანების მიმართ.

დღევანდელი რეალობის მიუხედავად, ყურადღება მინდა გავამახვილო, ერთგვარ დადებით კონტექსტზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარების არსებით ინდიკატორად შეიძლება იქცეს.

მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე, ეკონომიკური განვითარებისა და პოლიტიკური სტატუსის გამო, საზოგადოდ ჩამოყალიბებული მოცემულობაა, რომ მსოფლიო განვითარებული ქვეყნები მეტად რელევანტურები და სიცოცხლისუნარიანები არიან ამათუიმ გლობალური გამოწვევის მიმართ და პირიქით, მსოფლიო განვითარებად ქვეყნებს ეს იმუნიტეტი ნაკლებად გააჩნიათ.

საქართველო, სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური მახასიათებლების გათვალისწინებით, ოფიციალურად განვითარებადი ქვეყნის სტატუსს ატარებს, თუმცა ამგვარი თეორიული დათქმა დღეს პრაქტიკულად აღმოჩნდა არაჯეროვანი, ხმამაღალი ნათქვამია, თუმცა მინდა გავახმოვანო, რომ ადგილი აქვს კრიზისების მართვის ნაწილში და შესაბამისად საკუთარი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ერთგვარ ახალ „პოლიტიკურ წესრიგს“, სადაც საქართველო ერთმნიშვნელოვნად პირველ ადგილს იკავებს.

საქართველოს მაგალითზე, აქტუალობა დაკარგა სტერეოტიპულად ჩამოყალიბებულმა მოსაზრებამ, რომლის მიხედვითაც, მაღალი ეკონომიკური მიზანშეწონილობა არის ერთადერთი განმსაზღვრელი ფაქტორი, ქვეყნისა და მისი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ამდენად, ვფიქრობ, რომ დღევანდელი პრაქტიკა იძლევა ობიექტურ საფუძველს, რომ ე.წ.“ სოციალური უსაფრთხოება“ ქვეყნის უმნიშვნელოვანეს მიმართულებად გამოიკვეთოს და ამ პლატფორმის გათვალისწინებით საქართველო ვაქციოთ მსოფლიო ქვეყნებისა და მათი ბიზნესის მიზიდულობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრად”,-წერს თევზაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები