გურიის რეგიონში საქველმოქმედო აქცია ჩატარდა

საქართველოში ახალი კორონავირუსის გამო შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, დედაქალაქიდან ჩამოსულმა ახალგაზრდა მოხალისეებმა, ოზურგეთის მოსახლეობას საკვები პროდუქტები სახლში მიუტანეს.

“ყველა ვხედავთ, თუ რაოდენ რთული მდგომარეობაა ჩვენს ქვეყანაში. ბევრმა იცის ჩემი და ჩემი მეგობრების საქველმოქმედო აქციების შესახებ, რომელიც მრავალი ადმიანის გვერდში დგომით ხორციელდება, ამიტომ, მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც გვერდში დაგვიდგა და ჩვენს მოსახლეობას დაეხმარა. დღეს, ჩვენ მრავალშვილიანები,ხანდაზმულები, მარტოხელა ადამიანები და შშმ პირები გავახარეთ. დავიწყეთ როგორც თანხის, ასევე, პროდუქტების შეგროვება და დავეხმარეთ 22 ოჯახს, რომლებმაც თხოვნით მოგვმართეს“, – განაცხადა საქველმოქმედო აქციის ერთ-ერთმა მონაწილე, ლაშა მოისწრაფეშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები