ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა უქმდება

დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, როცა ქვეყანაში კორონავირუსის შიდა გავრცელება ფიქსირდება და ვირუსი მზარდი ტენდენციით ხასიათდება, პრევენციული ღონისძიებების უფრო გამკაცრებაა საჭირო.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი შენგელიას გადაწყვეტილებით, 29 მარტიდან, მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა უქმდება. მიღებული გადაწყვეტილება ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოსახლეობას გაუფრთხილდნენ ერთმანეთის ჯანმრთელობას და დარჩნენ სახლში, ვინაიდან სოციალური დისტანცირება ვირუსთან ბრძოლაში უმთავრესი იარაღია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები