შუახევში ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობს

ქვეყანაში კორონავირუსთან არსებული ვითარების მიუხედავად, შუახევში ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობს.

შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ, მოადგილე ომარ ტაკიძესთან ერთად, ფურტიოს ბაგა-ბაღის ეზოს კეთილმოწყობითი სამუშაოები დაათვალიერა და პანდემიის ფონზე დასაქმებულთა უსაფრთხოების საკითხით დაინტერესდა.

სამუშაოებს, ყველა რეკომენდაციის დაცვით, შპს ,,თამუნა” ახორციელებს და პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 43 599 ლარია.

პროექტი საყრდენი კედლის, სანიაღვრე არხის, ლითონის მოაჯირის, დეკორატიული ბილიკებისა და ხელოვნური საფარის მოწყობას ითვალისწინებს. მოედანი ​ ატრაქციონებით აღიჭურვება.

“არსებული პროექტის განხორციელება ბაგა-ბაღის აღსაზრდელებისთვის დასასვენებელი და გასართობი სივრცის არარსებობის გამო მივიღეთ. განახლებული ინფრასტრუქტურით მალე 52 აღსაზრდელი ისარგებლებს. პანდემიასთან დაკავშირებით მშენებლობებზე, მაქსიმალურად დაცულია უსაფრთხოების ნორმები და რეკომენდაციები“,-აღნიშნა ფრიდონ ფუტკარაძემ.

ხელმძღვანელმა პირებმა, დღესვე, ფურტიოში მიმდინარე მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოები დაათვალიერეს. უახლოეს დღეებში ფურტიოში შიდა სასოფლო გზებზე ბეტონის საფარის და სოფლის ცენტრის კეთილმოწყობითი სამუშაოები დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები