კახა იშხნელი: სწრაფი ტესტები “პისიარ” სტანდარტს ვერ შეცვლის

ბოჭორიშვილის სახელობის საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, კახა იშხნელის თქმით, სწრაფი ტესტები “პისიარ” სტანდარტს ვერ შეცვლის.

მისივე განმარტებით, ეს არ არის საყოველთაოდ გამოსაკვლევი ტესტი, თუმცა ინფექციონისტებისა და ეპიდემიოლოგებისთვის საინტერესო ტესტია.

„სწრაფ ტესტირებას აქვს თავისი ადგილი. ეს ვერ შეცვლის ვერავითარ შემთხვევაში იმ „ოქროს სტანდარტს“, რასაც „პისიარს“ ვუწოდებთ, მაგრამ აქვს თავისი ადგილი გამოკვლევებში. ეს არ არის საყოველთაოდ გამოსაკვლევი ტესტი, მინდა, ეს ხაზგასმით ვთქვა საზოგადოებისთვის. ეს სუფთად სამედიცინო, ჩვენთვის, ინფექციონისტებისა და ეპიდემიოლოგებისთვის საინტერესო ტესტია“, – განაცხადა იშხნელმა.
ხოლო რაც შეეხება მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ორი ბავშვის მდგომარეობას – მისი თქმით, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები