ხულოში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
დაბა ხულოში, დავით მამულაძის ქუჩაზე საყრდენი კედლისა და საფეხმავლო ბილიკის მოწყობითი სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.
ღონისძიების ფარგლებში, დავით მამულაძის ქუჩაზე 107 მეტრი სიგრძის საყრდენი კედელი მოეწყობა, გაკეთდება საფეხმავლო ბილიკი და დამონტაჟდება განათებები.
პროექტის ღირებულება 329 108 ლარს შეადგენს.
სამუშაოებს, რომელიც 1-ელ მარტს დაიწყო და 29 მაის დასრულდება, ტენდერში გამარჯვებული კომპანია – შპს „ოლიმპო 2012“ აწარმოებს.
აღნიშნული სამუშაოები ხულოს მერმა, ვახტანგ ბერიძემ მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარ დეპუტატთან საქართველოს პარლამენტში, ანზორ ბოლქვაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძესთან ერთად დაათვალიერა.