პოლიციამ, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, 3 პირი დააჯარიმა და საკარანტინო ზონებში იძულებით გადაიყვანა
პოლიციამ, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, 3 პირი დააჯარიმა და საკარანტინო ზონებში იძულებით გადაიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, თვითიზოლაციის წესების დამრღვევი ყველა პირი კანონის შესაბამისად, ადმინისტრაციულად 3000 ლარის ოდენობის თანხით დაჯარიმდა.
“შინაგან საქმეთა სამინისტრო, ახალი კორონავირუსის ქვეყანაში გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, აქტიურად განაგრძობს თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ მონიტორინგს.
ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, იმერეთის, მცხეთა-მთიანეთისა და გურიის რეგიონებში თვითიზოლაციის წესების დარღვევის 3 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დამრღვევი ყველა პირი კანონის შესაბამისად, ადმინისტრაციულად, 3000 ლარის ოდენობის თანხით დააჯარიმა და საკარანტინო ზონებში იძულებით გადაიყვანა”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი, რომლის დარღვევაც გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ხოლო განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.