უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 218-მდე გაიზარდა, 5 ლეტალური შემთხვევაა

უკრაინაში ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 62-ით გაიზარდა, ჯამში ქვეყანაში 218 დადასტურებული შემთხვევაა, – განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვიქტორ ლაიშკომ.

მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში 5 ლეტალური შემთხვევაა, ვირუსის დამარცხება 4 პაციენტმა შეძლო.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში დაავადებულთა 55% 18-დან 49 წლის ასაკის ადამიანები არიან, 65 წელს გადაცილებული პაციენტები კი 6%-ს შეადგენენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები