21,57%-ით გაუფასურებული ლარი – როგორ შეიცვალა რეგიონის ქვეყნების ვალუტის კურსი დოლართან მიმართებით
საქართველოს ეროვნული ვალუტა – ლარი, იანვრიდან მარტის ჩათვლით 21.57%-ით გაუფასურდა. კორონავირუსის პანდემიისა და ნავთობზე ფასების შემცირებამ მსოფლიოს არაერთი ქვეყნის ვალუტის გაუფასურება გამოიწვია.
საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ყველაზე მეტად 25.22%-ით რუსული რუბლი გაუფასურდა. 19.40 %-ით არის გაუფასურებული უკრაინული გრივნა. გრივნას გადაასწრო ბელორუსულმა რუბლმა, რომელიც დოლართან მიმართებით 22.09%-ით გაუფასურდა. 16.95%-ით არის გაუფასურებული ყაზახური ტენგე. თურქული ლირა 7.65%-ით გაუფასურდა. 3.44%-ით არის გაუფასურებული სომხური დრამი.
სავალუტო ბაზარზე თითქმის მილიარდიანი ინტერვენციის შემდეგ, სტაბილურობას ინარჩუნებს აზერბაიჯანული მანათი. ამჟამად, 1 აშშ დოლარის ყიდვა 1.7 მანათად არის შესაძლებელი.