საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 13 პაციენტი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 13 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურ ვებგვერდზე – stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 81 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 13 გამოჯანმრთელებულია. კარანტინის რეჟიმში 4427 ადამიანი რჩება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 257 ადამიანი გადის.