ქუთაისში, აღმაშენებლის ქუჩაზე სამაშველო ოპერაცია ცოტა ხნის წინ ჩატარდა. “რეგიონული კვირის” ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცს საკუთარი და რამდენიმე დღის განმავლობაში სახლში ჰყავდა ჩაკეტილი. საპატრულო პოლიციას მომხდარის შესახებ ოჯახის წევრებმა შეატყობინეს. არსებული ინფორმაციით, ძმას ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.
სამართალდამცველებმა კაცი ცხელ კვალზე დააკავეს.
როგორც “რეგიონულ კვირას” შინაგან საქმეთა სამინოსტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება მე-11 პრიმა 143-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ უკანონო თავისუფლების შეზღუდვას გულისხმობს.