ირანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 29 ათასს გადააჭარბა, გარდაცვლილთა რიცხვი 2234-მდე გაიზარდა
“ირანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 29 406-მდე გაიზარდა, 2234 ლეტალური შემთხვევაა”, – განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კიანუშ ჯაჰანპურმა.
მისი ინფორმაციით, ვირუსს გუშინ 157 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულთა რიცხვი კი 2389-ით გაიზარდა.
ამასთან, ვირუსის დამარცხება 10 457 პაციენტმა შეძლო.
ქვეყანაში კორონავირუსის მოსალოდნელი “მეორე ტალღის” ფონზე, რაზეც გუშინ მაღალჩინოსნები საუბრობდნენ, ქვეყნის მთავრობამ ქალაქებს შორის გადაადგილება აკრძალა. გამონაკლისი გაკეთდა მხოლოდ ძალოვანებისთვის, სასწრაფო დახმარების მანქანებისა და მეხანძრეებისთვის.