ესპანეთში კორონავირუსს 3647 ადამიანი ემსხვერპლა – ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 12 აპრილამდე გახანგრძლივდა

ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 49 515 შეადგენს, ვირუსს 3647 პაციენტი ემსხვერპლა, 5 367 გამოჯანმრთელდა.

ამ ფონზე, ქვეყნის პარლამენტმა მთავრობის წინადადებას დაუჭირა მხარი 12 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების შესახებ.

El Pais-ის ინფორმაციით, პრემიერმა სანჩესმა დეპუტატების წინაშე გამოსვლის დროს თქვა, რომ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება მარტივი არ არის. მაგრამ დარწმუნებულია, რომ სოციალური იზოლაცია ვირუსის წინააღმდეგ ერთადერთი ეფექტური ვარიანტია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები