თურქეთში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ციხეებიდან შესაძლოა, 100 ათასი პატიმარი გაათავისუფლონ

თურქეთში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ამნისტიის გამოცხადების შესაძლებლობას განიხილავენ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საკითხი პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის დღის წესრიგში დგას, რომელმაც საკითხი პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან უკვე განიხილა.

ამნისტია შესაძლოა, 100 ათას პატიმარს შეეხოს.

თურქეთში კორონავირუსის 2433 დადასტურებული შემთხვევაა, 59 პაციენტი გარდაიცვალა, 26 განიკურნა.

როგორც ვითარების შეფასებისას ქვეყნის პრეზიდენტმა ნაციისადმი მიმართვაში განაცხადა, მსოფლიოში, პანდემიის ჩავლის შემდეგ, ახალი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სისტემა შეიქმნება.

ერდოღანის თქმით, მსოფლიო იმ ეპოქისკენ მიდის, როდესაც ეპიდემიის შემდეგ ძველებურად არაფერი  იქნება – “არსებული სისტემების გლობალური ცვლილება მოხდება”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები