ლალი ტურძელაძე: მარნეულიდან ველოდებით კორონავირუსით დაინფიცირების ერთ დადასტურებულ შემთხვევას
“მარნეულიდან ველოდებით კორონავირუსით დაინფიცირების ერთ დადასტურებულ შემთხვევას, ჯერჯერობით, არც სქესი ვიცით და არც – ასაკი”, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ჯამურად, კლინიკაში 12 დაინფიცირებული პაციენტია მოთავსებული.
“ახლა ველოდებით მარნეულიდან ერთ დადასტურებულ შემთხვევას, ჯერჯერობით, არც სქესი ვიცით და არც – ასაკი. როგორც გადმომცეს დადასტურებული შემთხვევაა. ამ ეტაპზე ჩვენთან 55 პაციენტია მოთავსებული, მათგან კორონავირუსით 12 ადამიანია დაინფიცირებული. 7 პაციენტის კონტაქტები, ცნობილია. რაც შეეხება დანარჩენი 5 პაციენტის კონტაქტები არ ვიცით, მათ შორის მარნეულიდან ჩამოსულების კონტაქტებია უცნობი”, – განაცხადა ტურძელაძემ.