ექიმი – “აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებია”

ოკუპირებული აფხაზეთის სამხედრო ჰოსპიტლის მთავარი ექიმის, ზურაბ აჩბას განცხადებით, ხალხმა უნდა მკაფიოდ იცოდეს, რომ აფხაზეთში კორონავირუსი არსებობს.
თუმცა, მისივე თქმით, ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევები  მათ არ აქვთ.

აჩბას განცხადებას ე.წ. ჯანდაცვის მინისტრი, თამაზ წახნაკია გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ რესპუბლიკაში არცერთი დადასტურებული შემთხვევა არ არის.

“თეორიულად დაავადება შეიძლება, იყოს. მაგრამ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები არ გვაქვს”, – აღნიშნა წახნაკიამ.

ოკუპირებულ აფხაზეთში 25 მარტიდან 7 აპრილამდე საკარანტინო ზომებია შემოღებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები