ლალი ტურძელაძე: მარნეულიდან გადმოყვანილი ჩვილი აპარატულ სუნთქვაზეა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ არა – უიმედო

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, მარნეულიდან თბილისში, კლინიკაში გადმოყვანილი ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც ტურძელაძემ ტვ “პირველის” ეთერში განაცხადა, ჩვილს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა და პასუხი დღეს, გვიან საღამოს იქნება ცნობილი.

„14 დღის არის ეს ჩვილი. ავიღეთ ტესტი კორონავირუსზე, რომელზე პასუხიც დღეს, გვიან საღამოს იქნება. ამ წუთში ის აპარატულ სუნთქვაზეა. პაციენტი მძიმეა, მაგრამ არა – უიმედო. მას აქვს მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი და, ჩვეულებრივად, რეანიმაცია კეთდება, როგორც ეს ახალშობილ ჩვილებშია გათვალისწინებული პროტოკოლით. რესპირატორული დისტრეს სინდრომი უფრო რთულია, ვიდრე – ფილტვების ანთება. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ბავშვი გამოვიყვანოთ ამ მდგომარეობიდან“, – განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები