მარინა ეზუგბაია: კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა მეათე პაციენტმა კლინიკა დატოვა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა.
მისივე თქმით, გამოჯანმრთელებულმა მეათე პაციენტმა კლინიკა უკვე დატოვა.
“კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი შემოგვემატა და გუშინ მეათე გამოჯანმრთელებულმა კლინიკა დატოვა. ამ ეტაპზე უკვე 10 გამოჯანმრთელებული შემთხვევა გვაქვს”, – აღნიშნა ეზუგბაიამ.