ნათია თურნავა: საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ტექინსპექტირების დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმები გადავადდება

„შევთანხმდით, რომ ამ ეტაპზე მოქალაქეებს ტექინსპექტირების დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმები არ დაეკისრებათ და ისინი გადავადებულია. ამასთან, ეს წესი იმოქმედებს მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში,” – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება გრძელდება და მასთან დაკავშირებული მომსახურება საგანგებო პირობებით შეზღუდული ეკონომიკური საქმიანობის ნუსხაში არ შედის.

ნათია თურნავას თქმით, აღნიშნული მომსახურება გრძელდება, თუმცა ტესტირების ცენტრებში საქმიანობა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების მკაცრი დაცვით უნდა განხორციელდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები